ოკუპანტები მელიტოპოლიდან ყირიმის მიმართულებით გარბიან–ფედოროვი

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქიდან, დაპყრობილი მელიტოპოლიდან ოკუპირებული ყირიმის მიმარულებით გარბიან. მათი სამხედრო კოლონები უკვე დააფიქსირეს ჩონგარის გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ მელიტოპოლის ქალაქის საბჭოს მეთაური, ივან ფედოროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

“ოკუპანტები მელიტოპოლიდან დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით გაიქცნენ. სამხედრო ტექნიკის კოლონები უკვე დაფიქსირებულია ჩონგარში გამშვებ პუნქტში. ეს მოსალოდნელიც იყო – უკრაინის უწყვეტი შეტევა მათ არანაირ შანსებს არ უტოვებს“– წერს ფედოროვი.

მერის ინფორმაციით ზაპოროჟიეს ოლქიდან ნაძარცვის გასატანად, “მსოფლიოს მეორე არმიის“ ჯარისაცები ტეხენ ავტოფარეხებს და სამოქალაქო პირების ავტომობილებს იპარავენ.