ოკუპანტები უკრაინაში შეტევების ტაქტიკას ცვლიან – The Washington Post

The Washington Post-ი აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  რუსი ჯარების მეთაურები ორგანიზაციული პრობლემებისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გამო, შეტევების წარმოებას მცირე ქვედანაყოფების მეშვეობით აგრძელებენ.

გამოცემა, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ რუსი მეთაურები ბრძოლის ველზე მანევრირებისთვის ჩვეულებრივ რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს იყენებდნენ, მაგრამ დონბასში გახანგრძლივებული ბრძოლებისა და რუსული შეტევის წარუმატებლობის გამო, ოპერაციების წარმოებას 100-მდე სამხედრო პირი აწარმოებს.