“ეს ბიჭები [რუსი ოკუპანტები], რომლებსაც დღეში 4000-5000 ტონა მომარაგება სჭირდებათ, მხოლოდ ნორმალური საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ახლა 1300-1400 ტონას იღებენ, კიდევ ორი-სამი კვირა გაძლებენ”, – იწინასწარმეტყველა არესტოვიჩმა. “შემდეგ კასკადური კოლაფსი დაიწყება, თუ ისინი ვერ მოაგვარებენ ლოგისტიკურ პრობლემებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, ამას როგორ გადაჭრიან”

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 9 სექტემბერს YouTube არხის, Feigin LIVE-ის ეთერში ისაუბრა.  მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში მეთოდურად “ფარავს გადასასვლელებს”, რომლებსაც რუსი ოკუპანტები იყენებდნენ მომარაგებისთვის.