ოკუპანტებმა აზოვსტალის მცველების ოჯახების პირადი მონაცემები გაავრცელეს – ანდრიუშჩენკო

რუსებმა მარიუპოლის მცველების ცოლებისა და საცოლეების პირადი მონაცემები  გაავრცელეს.  ინფორმაციას ამის შესახებ, მარიუპოლის მერი,  პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.  მისი თქმით, გუშინ ოკუპანტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს  მარიუპოლის დამცველების ცოლების, ქმრების პირადი კონტაქტები.

“აზოვსტალზე თავდასხმები ციდან და მიწიდან გრძელდება, არ წყდება წინსვლის მცდელობები. მტრის ცინიზმიც იზრდება. ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალის დამცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც. გუშინ ოკუპანტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ჩვენი დამცველების ცოლების, ქმრების პირადი კონტაქტები (ტელეფონის ნომრები, პროფილები). არაადამიანობისა და ცინიზმის უმაღლესი დონე. ჩვენ ყველანი ვალში ვართ მარიუპოლის დამცველების წინაშე”. წერს ვადიმ ბოიჩენკო ტელეგრამის არხზე.