ოკუპანტებმა სოფელ მერეთთან ახალი მავთულხლართები გააბეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან ოკუპანტებმა უკანონოდ ახალი მავთულხლართები გააბეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ადგილობრივების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ძალები სოფელი მერეთის მიმდებარედ ინტენსიურად გადაადგილდებიან, გუშინ კი ადგილზე სპეცტექნიკა მიიყვანეს და ახალი მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.