ოკუპანტებმა უკრაინელი ვეტერანი აწამეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ხერსონის რაიონში რუსი დამპყრობლების წამების შედეგად გარდაიცვალა ვეტერანი ნაზარ კაგალნიაკი.

“ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და აწამეს ყოფილი მებრძოლობის გამო. ოკუპანტებმა ნაწამები ნაზარი სახლში მიიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა, რის შემდეგაც მამაკაცი ოლეშკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა”,– აცხადებს დენისოვა.

მისი ცნობით, ორი არასრულწლოვანი შვილი დაობლდა, რადგან ვეტერანი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათზე ცოლის გარეშე ზრუნავდა.

ომბუდსმენის შეფასებით, ნაზარ კაგალნიაკის წამება არის ომის დანაშაული და ჟენევის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.