ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი – უკრაინის ვიცე-პრემიერი

“ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი” – ამის შესახებ, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, რეინტეგრაციისა და ოკუპირებულ რეგიონების საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშუმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას, „უნიანი“ იუწყება.

„აქ რუსეთი პარიტეტულობას მოითხოვს – მესაზღვრეების მესაზღვრეებზე, მეზღვაურების მეზღვაურებზე გაცვლას. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში უნდა გავცვალოთ ქალაქის მერები, რომელთა რაოდენობა უკვე 14-ს შეადგენს, ვინც რუსებმა აიყვანეს? ამ საკითხს ჯერ საერთაშორისო დონეზე განვიხილავთ“, – განაცხადა ვერეშუკმა.