ოკუპანტს ცოლმა მოუწოდა, აწამოს და დახოცოს უკრაინელი ბავშვები (აუდიოჩანაწერი)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა რუსი ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბარი, სადაც ცოლი მას უკრაინელი ბავშვების წამებისკენ მოუწოდებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტი თავის ცოლს ესაუბრებოდა ხარკოვიდან უკრაინის მოსაზღვრე ქალაქში, სადაც უკრაინის მოქალაქეების იძულებითი ევაკუაცია ხდება.

SBU-ს განმარტებით, ქალი აღშფოთებული იყო იმით, რომ უკრაინელმა ბავშვებმა უარი თქვეს “გამარჯვების დღის“ აღსანიშნავი სიმბოლოების დახატვაზე და ქმარს უთხრა, როგორ აწამებდა მათ:

“მე რომ ვმუშაობდე, ნარკოტიკებს გავუკეთებდი, თვალებში ჩავხედავდი და ვეტყოდი: „მოკვდი, იტანჯე”. ზურგზე ვარსკვლავებს ამოვაჭრიდი, ყურებს, თითებს დავაჭრიდი ყოველდღე”,– თქვა ოკუპანტის ცოლმა.

უსაფრთხოების სამსახურის აზრით, თვით ოკუპანტიც კი შეძრწუნდა ამ სიტყვებით და არ იცოდა, რა ეპასუხა.

“ერთი რამ ცხადია: “რუსული მშვიდობა“ თანამედროვე ნაციზმია, როგორიც არ უნდა იყოს მისი ლოზუნგები და მიზნები. ამიტომ მისგან უნდა დავიცვათ სამშობლო!”,– ვკითხულობთ განცხადებაში.