ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთი დაინფიცირებულის შესახებ სააგენტოსთან საუბარში ე.წ. „პარლამენტის სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ დაადასტურა, თუმცა ე.წ. დეპუტატის ვინაობა არ დაასახელა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი ლევონ გოლუსტიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით გაკვირვებულია.