ოლაფ შოლცის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის  სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული გამოცემა, “შპიგელი” იუწყება.

გამოცემის ცნობით, ნაგვის ურნაში აღმოჩენილი დოკუმენტები G7-ის  ლიდერებისა და მათი მეუღლეების შესახებ პირად ინფორმაციას მოიცავდა.

აღნიშნული დოკუმენტების გავრცელება, სავარაუდოდ, ოლაფ შოლცის მეუღლის ბრიტა ერნსტის უყურადღებო ქმედებას უკავშირდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებს “გრიფით საიდუმლო” ჰქონდა მინიჭებული და მათი შემდგომი გადამუშავება სპეციალური წესის დაცვით უნდა მომხდარიყო.