ოლიგარქებს სჩვევიათ, რომ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ – ბურჯანაძე ივანიშვილზე

“ოლიგარქებს სჩვევიათ, რომ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ თავისი გათვლებით და განცდებით”- ასე აფასებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

“63% საკრალური ციფრია ბიძინა ივანიშვილისთვის. იმიტომ, რომ მახსოვს მარგველაშვილის არჩევის დროსაც და სხვა არჩევნების დროსაც მაინცდამაინც 63-ს ამბობდა. აგვიხსნას იქნებ, რატომ არა 62 ან 64. ისე, 94% ან 104% ჯობია. ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. 64% კი არა 34% თუ აიღო ხელისუფლებამ, ძალიან ბედნიერი და მადლობელი იყოს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია სამართლიანად არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თუმცა უსამართლო არჩევნებს დღეს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისას დააწერინოს ის ციფრები, რაზეც საუბრობს. ამას მძიმე შედეგები მოყვება ქვეყნისთვის”,- განაცხადა ბურჯანაძემ.