ომიკრონი შესაძლოა დელტაზე 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს – New York Times

სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა კვლევის პირველადი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც “ომიკრონი” დაარქვეს, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მეტი სიჩქარით ვრცელდება, ვიდრე დელტა.  ინფორმაცია პარასკევს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

მეცნიერების ვარაუდით, ომიკრონის სწრაფი გავრცელება, შესაძლოა ორი ფაქტორის კომბინაციის შედეგი იყოს: ის მეტად გადამდები შეიძლება იყოს და ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტსაც თავს შედარებით იოლად აღწევდეს. მეცნიერები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რომელ ფაქტორს რა წვლილი აქვს ინფექციის გავრცელებაში. ანალიზის წამყვანი ავტორი, ლონდონის ჰიგიენის სკოლის მოდელირების სპეციალისტი კარლ პირსონი არც იმას გამორიცხავს, რომ ომიკრონი დელტაზე ნაკლებად გადამდები იყოს.

ნაშრომი დღეს ავტორმა კარლ პირსონმა სოციალურ გვერდ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა კვლევის პირველადი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც “ომიკრონი” დაარქვეს, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მეტი სიჩქარით ვრცელდება, ვიდრე დელტა. აქამდე, კორონავირუსის ყველაზე გადამდები ვერსია დელტა იყო. ინფორმაცია პარასკევს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

მეცნიერების ვარაუდით, ომიკრონის სწრაფი გავრცელება, შესაძლოა ორი ფაქტორის კომბინაციის შედეგი იყოს: ის მეტად გადამდები შეიძლება იყოს და ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტსაც თავს შედარებით იოლად აღწევდეს. მეცნიერები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რომელ ფაქტორს რა წვლილი აქვს ინფექციის გავრცელებაში. ანალიზის წამყვანი ავტორი, ლონდონის ჰიგიენის სკოლის მოდელირების სპეციალისტი კარლ პირსონი არც იმას გამორიცხავს, რომ ომიკრონი დელტაზე ნაკლებად გადამდები იყოს.

ახალ კვლევას ჯერ კოლეგების განხილვის პროცესი არ გაუვლია და შესაბამისად, ის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული არ არის. ნაშრომი დღეს ავტორმა კარლ პირსონმა სოციალურ გვერდ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

და ვიდრე ომიკრონზე უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი, ჯანდაცვის სპეციალისტების გზავნილი იგივეა: ნიღბები, დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ვაქცინაცია.