ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით,

“რუსული აგრესიის ყოველი გამოვლინების მიღმა დგანან ისინი, ვინც დაგეგმა, მოაწყო, გაამართლა ეს ყოველივე და ხელი არ შეუშალა მის დასრულებას,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.