ომის დაწყების შემდეგ, ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა კიევზე – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის ყველაზე მასიური თავდასხმა მოხდა კიევზე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

ამის შესახებ მერმა მედიას განუცხადა, სვიატოშინსკის რაიონში ერთ-ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ადგილზე ყოფნისას.

“ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ”, – ხაზგასმით აღნიშნა კლიჩკომ.
 

მან აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის შედეგად არც ერთი ქალაქის მცხოვრები არ დაიღუპულა. ამავდროულად, დაზიანებულია მთელი რიგი ობიექტები. კერძოდ, კლიჩკოს თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა.

„5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა მერმა.

8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა შეუტიეს კიევის რეგიონს ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით, შაჰედ-136/131-ებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, გამოყენებული იქნა 35 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც თავს დაესხნენ ჩრდილოეთის მიმართულებით – სეშას აეროდრომზე (ბრიანსკის ოლქი).

ყველა 35 შაჰედ-136/131 გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა.