ომი მშვიდობით დამთავრდება, მშვიდობა იქნება ჩვენი კომფორტი და უსაფრთხოება – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღწერა სიტუაცია, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება და თქვა, რომ ეს არის “იდეალური ქარიშხლისა და სიმართლის მომენტი”.

„ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იდეალური ქარიშხლისა და სიმართლის მომენტში, სწორედ ამ ქარიშხალში და სწორედ იმ მომენტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ჩვენი ინტერესები, გახადოს თქვენი ცხოვრება უკეთესი, კომფორტული, უფრო სტაბილური და უსაფრთხო”,– თქვა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.

მისივე თქმით, დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში, რადგან პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, სად მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ყველა ვხედავთ, რა პოლიტიკური კონსენსუსი და მხარდაჭერის დონე აქვს ჩვენს პრეზიდენტს. მას მხარს უჭერს მთელი ქვეყანა“, – განაცხადა პესკოვმა.

მავნე აღნიშნა, რომ პუტინს “მხარში უდგას ახალგაზრდობა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა”.

პესკოვს სჯერა, რომ ომი მშვიდობით დამთავრდება, მშვიდობა კი რუსეთის უსაფრთხოება და კომფორტი იქნება.

„ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება და ეს მშვიდობა იქნება ის, სადაც ჩვენი ხმა გაისმება, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად დავდგებით ფეხზე“, – თქვა მან.