ოპერატორს საყვედურობენ, რატომ არ გადაიღო მისი გადმოგდების კადრი – დიტო საძაგლიშვილი

“ოპერატორს საყვედურობენ, რატომ არ გადაიღო მისი გადმოგდების კადრი ” – ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა.

“ოპერატორს საყვედურობენ, რატომ არ გადაიღო მისი გადმოგდების კადრი. სასაცილოა უბრალოდ ეს, ამ სიტუაციაში რთულია გააკონტროლო კამერა ახორციელებს თუ არა გადაღებას.

გუშინვე ღამე მოხდა ბექა ყორშიას გამოკითხვა და ამ გამოკითხვის ოქმში ყორშიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ გადმოვარდნის შემდეგ, რამდენიმე წამი ლევანი უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა მალევე მოვიდა გონზე, გადაიყვანა და დასვა სავალ გზაზე, რაც ასახულია ამ კადრებში”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.