ოპერაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ – აბსანძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ირაკლი აბსანძე წერს, რომ მისი ოპერაცია მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა.

“მეგობრებო, მადლობა გულშემატკივრობისთვის. ოპერაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ამიტომ, კლინიკაში შაბათამდე ვრჩები, მაგრამ საიმედო ხელში ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ”,– წერს ის.

ირაკლი აბსანძეს ქართული ოცნების ოფისთან პოლიციამ დაკავებისას მხარი მოსტეხა, შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლა.