ოპოზიციას სამსჯელო ძალიან ბევრი გვექნება, მელიას შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს – უგულავა

“ოპოზიციას სამსჯელო ძალიან ბევრი გვექნება, მელიას შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს” –  გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. მისი თქმით, ახლა მთავარია ოპოზიციამ ანახოს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია.

„ახლა გეგმებზე საუბარი არალოგიკურია, გეგმებს სჭირდება მსჯელობა. სამსჯელო ოპოზიციას გვექნება ძალიან ბევრი. ბევრი რამე გაჟეჟილია, რაც გაჟეჟილია და გამთელებას ექვემდებარება უნდა გამთელდეს.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრების ეს ეტაპი დასრულდა. არავის არ გვქვს ილუზია, რომ ხვალ ახალი პოლიტპატიმრები არ გვეყოლება. ვერც 8 მარტის შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო, და ვერც ეს შეთანხმება ვერ უზრუნველყოფს, რომ ივანიშვილს რაც ჩვევად აქვს, ამ ჩვევაზე აიღოს ხელი. ფაქტი არის, რომ ეს 43% კიდია ჰაერში. ყველა ოპოზიციისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ქვემოთ დარჩეს. ახლა მთავარია ოპოზიციამ ანახოს, რომ შეუძლია კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, თანადგომა ერთმანეთის, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. ამის პოტენციალი აქვს დღეს ნიკა მელიას. ვისაც დღეს ოდნავ მაინც პოლიტიკა ესმის, იცის რა არის პოლიტიკური მომენტუმი, ეს აქვს მას ქართველი ამომრჩევლის მხრიდან. მას შეუძლია დღეს ითამაშოს ეს გამაერთიანებლის როლი“,- განცხადა გიგი უგულავამ.