ოპოზიციაშიც ვხედავ ჯანდაცვის კარგ სპეციალისტებს, იმედია მალე შემოგვიერთდებიან – ხუნდაძე

“ოპოზიციაშიც ვხედავ ჯანდაცვის კარგ სპეციალისტებს, იმედია მალე შემოგვიერთდებიან”- ქართული ოცნების წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ჯანდაცვის სისტემაში და იმედოვნებს, რომ მალე შეუერთდებიან.

“მართალია დღეს მხოლოდ უმრავლესობაა წარმოდგენილი, მაგრამ, მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიცია შემოგვიერთდება. მინდა ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ ოპოზიციაშიც ვხედავ ჯანდაცვის კარგ სპეციალისტებს და სავარაუდოდ ისინი მალე შემოგვიერთდებიან”, – აცხადებს ხუნდაძე.