ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 12:48

დიალოგი და ულტიმატუმი ერთმანეთს გამორიცხავს, ცხელი თოვლივითაა – მაჭავარიანი ოპოზიციაზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს, თან დიალოგი უნდა, რაც ცხელი თოვლივითაა.

“ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს. ეს იგივეა მთავრობამ რომ თქვას, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ ოღონდ ერთი რამის გათვალისწინებით უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და მერე იყოს დიალოგი, ახლა რასაც ითხოვენ ეგ არის ულტიმატუმი. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამოერიცხავს. შესაბამისად პირობების დაყენება თან, სადაც დაობენ იმ პირობის დარღვევაა… მერე ამბობენ დიალოგიო… ცხელი თოვლივითაა”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის ოპოზიცია 31 ოქტომბერს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.