“კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი, დაარწმუნა დამატებით ათი ათასობით თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც ისტორია დაიწერებოდა და ისტორია დავწერეთ. რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. მინდა, მივესალმო დიდი პატივისცემა და ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდებიან ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულია, მან შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი. არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი”

ამბობს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე.