ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა, მართლაც ბნელი დღეა თბილისში-რებეკა ჰარმსი

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც ის „ტვიტერზე“ წერს, თბილისში ბნელი დღეა.

“საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც რამდენჯერმე გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა. მართლაც ბნელი დღეა თბილისში“, – წერს რებეკა ჰარმსი.

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ა.