„ხელისუფლებას რომ თავი დაანებოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას და უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა ვიდრე ის, რას გააკეთებს ხელისუფლება იმიტომ, რომ რას გააკეთებს ხელისუფლება, ეს ვიცით. ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვალია. ამიტომ, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ამ ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს გმირებს პატივს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, რამდენადაც ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო მე თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, როდესაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მისი და მათი მხრიდან, ვიდრე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეს ნამდვილად საგანგაშოა”

ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.