ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, ასეა ეს ცხოვრება – ლილუაშვილი გადადგომაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, გადადგომას არ აპირებს, რადგან “ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის”.

“პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც უსაფრთოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება”,– ამბობს ის.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სუს-დან გამოჟონა ათასობით ფაილმა, რომელშიც ასახულია ძირითადად სასულიერო პირების მოსმენის კრებსები, ინფორმაცია მათი პირადი ცხოვრების შესახებ, კავშირებზე, ბიზნესებზე, სექსუალურ ორიენტაციაზე და ა.შ. ფაილებში მოხვდნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და სხვა პროფესიის ადამიანებიც.