ოპოზიციონერების ფიზიკური ძალის გამოყენებით გაძევების შემდეგ, უმრავლესობამ კომიტეტის სხდომა დაიწყო

პარლამენტში ჟიული შარტავას დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რის შემდეგაც, უმრავლესობამ კომიტეტის სხდომა დაიწყო.

საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე “ქართული ოცნება” რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

დარბაზში იმყოფებიან “ქართული ოცნების” დეპუტატები და “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები,  რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ მოაბილიზეს.

დარბაზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა პიკეტირებული, თუმცა სუს-ისა და მანდატურის სამსახურმა ისინი დარბაზიდან  ძალის გამოყენებით გააძევა.