ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას – პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში აღმოჩენილია ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები.

„ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შედეგები. საბოლოო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა, წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები. გარდაცვლილის ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, ეს მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას ადამიანის ორგანიზმში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.