ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს, ფასს ქართველი ხალხი იხდის – კრამერი

“ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს, ფასს ქართველი ხალხი იხდის”- ასე აფასებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, დღეს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასა და “ქართული ოცნების” მიერ მის დაკავებას. კრამერი თვლის, რომ სააკაშვილი ქვეყანაში არ უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პოლარიზებას. ამის შესახებ კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა.

“სააკაშვილი არ უნდა დაბრუნებულიყო და არ უნდა ჩართულიყო მსგავს პროვოკაციაში. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაეკავებინა ის. ორივე მხარე ერთმანეთის პროვოცირებას ცდილობს – ამასობაში, ფასს ქართველი ხალხი იხდის. სამწუხარო მდგომარეობაა.”- განაცხადა დევიდ კრამერმა.