“ორივე [სააკაშვილი და ღარიბაშვილი] შხამია პოლიტიკურ სხეულში. ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომლებიც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ”

ასე ეხმიანება საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით” დაშლიდა.