ორჯერ დამარტყა მუშტი ნაოპერაციებ ყურზე – აჩიკო მეფარიძეს ქალზე ძალადობის ბრალდება წაუყენეს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ქალზე ძალადობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით ბრალი წაუყენეს. გამოძიების ცნობით, ცნობილი მომღერალი, ლელა ჯუღელს სიტყვიერად ჯერ საცობში, დაუპირისპირდა, შემდეგ აედევნა, ჩასაფრება მოუწყო და ფიზიკურად გაუსწორდა. ჯუღელს, ყური აქვს დაზინებული და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომაროებაში იმყოფება.

“რაღაცა არანორმალური სიტყვებით მლანძღა… არ მომცა საშუალება, რომ კარები გამეღო, ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, შემდეგ გამოაღო კარი, ჯერ ხელი დამარტყა, ნაოპერაციები ვარ, შემდეგ იგივე ყურზე მუშტი დამარტყა… იმ წუთშივე გამოვიძახე პოლიცია, იქვე მოხდა ფოტოების გადაღება და ჩვენების მიცემა”, – ამბობს “რუსთავი 2”-თან საუბარში ლელა ჯუღელი, ქალი, რომელიც მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს.

ქართული ესტრადის ვარსკვლავის საქმეზე სამართლომ უკვე იმსჯელა და ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აჩიკო მეფარიძე მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს,

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.