ორ თვეში თავსმოხვეული “რუსული ოცნება” საქართველოს მოშორდება – ლევან ვარშალომიძე

ფოტო: მთავარი არხი

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ 2 თვეში “რუსული ოცნება” დასრულდება.

ვარშალომიძის თქმით, იგი დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შეცვლაში, საქართველოს მოქალაქეებს კი წინსვლასა და განვითარებას ჰპირდება.

“დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და სამშობლო, უნდა დაბრუნდეს და ყველამ უნდა დავამარცხოთ ე.წ. “რუსული ოცნება”. მე ყველას ვპირდები, რომ ორ თვეში ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდება და თავს მოხვეული “რუსულ ოცნება” უნდა მოშორდეს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. ვპირდები ხალხს, რომ ამას გავაკეთებ”,– განაცხადა ვარშალომიძემ.

მისი თანაგუნდელის, ხატია დეკანოიძის თქმით, ვარშალომიძის დაბრუნება ენმ–სთვის განსაკუთრებული მოვლენაა.