“სინამდვილეში, ეს ყველაფერი გამოწვეული არის ქართული ოცნების და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა. მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ მისი მოქნეული ხელი მომხვდა. მერე საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა რომ დაიჭირონ, იმიტომ რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ”,

აცხადებს პარტია გირჩის ერთ-ერთ ლიდერი იაგო ხვიჩია და აღნიშნავს, რომ  გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?”,