ოქტომბრიდან დასწრებული სწავლა დაახლოებით 330 სკოლაში აღდგება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამრიან გამყრელიძის თქმით, ოქტომბრის დასაწყისიდან სწავლა საკლასო ოთახებში 300-ზე მეტ სკოლაში აღდგება.

მისი განმარტებით, ამ სკოლებში ეპიდსიტუაციას შეისწავლიან.

“ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება დაახლოებით 330 თუ 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას, წინასწარ მონაცემებს გეტყვით, ვსწავლობთ თუ რამდენ მოწაფეს, მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი, ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ამ სკოლებში სწავლა აღდგეს, იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი”, – განაცხადა გამყრელიძემ.