“საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა, ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლოტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს უნდა დავივიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ჩვენი მთავარი იარაღია იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში”

 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ