“არ დაგვავიწყდეს, რომ ამხელა რისხვის ქვეშ მყოფი პარტია, თუ მოხდა ისე რომ ამ ქუჩის აქციებმა, ამ არეულობებმა, რაიმე მაინც, საზოგადოებაში სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში, ისევ თვითონ იქნებიან წალეკილები და ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს, არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა ოცნებამ, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა [სააკაშვილი] და ახლა თვითონ აგრძელებენ იმას, რომ იმის მაგივრად წავიდნენ და დაცალონ ველი, რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს, ჯანმრთელი ოპოზიცია”
თქვა “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა.