“ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. ქვეყანა კარგად და ცუდად [კი არ იმართება], ქაოსია ჩვეულებრივი. ერთი გამოვა, რაღაცას იტყვის. მერე 180 გრადუსით დატრიალდებიან, სხვა რამეს ამბობენ. დღეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა საჭირო. დღეს, სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.