ოცნებასთან კოალიცია შეიძლება, თუ პარტიას მდინარაძე-კობახიძე დატოვებს – თარხან-მოურავი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ქართულ ოცნებასთან კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუ პარტიას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე დატოვებენ.

პრორუსული პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილთან და გიგა ბოკერიასთან კოალიციის შექმნას გამორიცხავს.

“არავითარი კოალიცია მდინარაძესთან და კობახიძესთან არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. კოალიცია შეუძლებელია სააკაშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ბოკერიასთან. ერთი და იგივე ხალხია ეს. კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს. ამ გუნდთან კოალიცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი დატოვებს მას და დაბრუნდება ძველი მებრძოლი ხალხი”, – თქვა თარხან-მოურავმა ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, პირველ სექტემბერს ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას თეორიულადაც გამორიცხავს.