“ოცნებას” თუ გამოვგლიჯეთ იმას რაც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას – ელისაშვილი

“რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე დავასრულეთ საუბარი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ. ერთი თავგზააბნეული ხალხია. თვითონ “ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.