“ოცნება” არის უფრო რბილი რეჟიმი ვიდრე ნაც. მოძრაობა და მოქალაქეები წნეხს ისე ვერ გრძნობენ – თორნიკე შარაშენიძე

“ოცნება” არის უფრო რბილი რეჟიმი ვიდრე ნაც. მოძრაობა და მოქალაქეები წნეხს ისე ვერ გრძნობენ –  ამის შესახებ, ანალიტიკოსმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არსებობას, ქვეყანაში მესამე ძალის არარსებობა უხანგრძლივებს.

”მემგონი საიდუმლო არ არის, რომ “ოცნება” არის უფრო რბილი რეჟიმი, ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობა” და უბრალო მოქალაქეები წნეხს ისე ვერ გრძნობენ. ეს განაპირობებს ამ მდგრადობას. ამ მდგრადობას ახლავს პრობლემა რომ განცდა იქმნება რომ ჭაობია, მაგრამ ეს ჭაობი იქამდე არ მივიდა როგორიც იყო 2003 წელს შევარდნაძის დროს. ასე მარტივად არც მივა,  რაც არ უნდა უუნარობა გამოავლინოს ოცნებამ და რაც არ უნდა ეცადოს ახლა იმ ჭაობში ვერ დააბრუნებს ქვეყანას, ეს უხანგრძლივებს ოცნებას არსებობას და კიდევ უხანგრძლივებს ის რომ ბოლო 10 წელი სერიოზული მესამე ძალა ვერ ჩამოყალიბდა.”- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.