ოცნება გვეუბნება, რომ ჭაობით ვიყოთ კმაყოფილები, ენმ გვეუბნება, წარსულით ვიკვებოთ – უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ საზოგადოებას მომავალი უნდა, თუმცა ქართული ოცნება მათ ჭაობში დარჩენას, ენმ კი წარსულს სთავაზობს.

“საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის მიუღებელია “ქართული ოცნება”, იმიტომ, რომ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ კმაყოფილი ამ ჭაობით და თქვენც იყავით ჭაობით კმაყოფილი. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება, რომ წარსულია კარგი, მხოლოდ წარსული და იმ წარსულით ვიკვებოთ და ის წარსულია ოქროს ხანა. საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას მომავალი უნდა და მომავალში უნდა განვითარება, ეკონომიკური ზრდა, ნორმალური ხელფასი, ისეთი იპოთეკური კრედიტი, რომელსაც დაფარავს და მყარი ლარი უნდა, პროგნოზირებადი გარემო უნდა საკუთარი შვილებისთვის”,– ამბობს უგულავა ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, ეს არის განსხვავება სხვა პარტიებსა და ევროპული საქართველოს შორის.

“ყოველგვარი ყალბი თავმდაბლოს გარეშე გეტყვით, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გუნდი არის ყველაზე მეტად გამორჩეული, კომპეტენტური, აქვს სწორი აღქმა წარსულში რა იყო სწორი და რა არასწორი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და არასდროს გავქცევივათ პასუხისმგებლობას”,– აცხადებს გიგა ბოკერია.