ოცნება წარმატებული გუნდია, აწი თუ შემოგვემატება წევრები, არავინ წავა – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქართული ოცნება ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია.

„მე არ ვიცი გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ. მე არ ვიცი მისი განაცხადის შესახებ, თავად ძალიან მწირი ინფორმაცია გაახმოვანა. მსგავსი არაფერი უთქვამს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნებიდან“ ვინმე სადმე გადავა. „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, განვითარება, პერსპექტივა 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, მესამედ მოიგო დამაჯერებელად არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ სცნო როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. აქედან გამომდინარე, აწი თუ შემოგვემტება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა“, – აცხადებს თურნავა.