ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა. მათი განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

საგამოძიებო კომისიამ 16 სამუშაო შეხვედრა გამართა, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოითხოვა.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ოცნების დეპუტატები – გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, ხოლო პარტია “ევროპელი სოციალისტებიდან” ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.