“ოცნების” აქტივისტებმა ისანში გიორგი ვაშაძის ბანერი დახიეს – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, თეონა ჭილაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა ისანში, მეტრომშენის დასახლებაში გიორგი ვაშაძის სარეკლამო მასალები დახიეს.

მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებულია და აღნიშნული დაჯგუფებები სახელმწიფოს მხრიდან არიან წახალისებულნი.

“ქართული ოცნების აქტივისტების ასეთი ქმედებები სწორედ, რომ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები არ სრულდება, დამნაშავეები არ ისჯებიან,  როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება გარშემო კამერების ჩანაწერები, სწორედ იმ დროს არასდროს არ არის, ამ მიზეზით გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები უფრო და უფრო ხშირდება. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის! ქართული ოცნების ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ სინდისი, გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააწყნარონ, დაამშვიდონ და დასაჯონ”,– ამბობს თეონა ჭალიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მიკერძოებულია და შერჩევით სამართალს იყენებს.