“ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა

მმართველი გუნდის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, POSTV-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია პოსტივის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”, – თქვა სოზარ სუბარმა