ოცნების თამაშია, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი და გამოვიდეთ პარლამენტიდან – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 19 შეთანხმება არ უნდა დატოვოს ოპოზიციამ და მისი შესრულება უნდა მოითხოვოს.

მისი თქმით, 43%-იანი რეფერენდუმი ქვეყანაში მაინც ჩატარდება და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

“სწორედ ეს არის ქართული ოცნების თამაში, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, გამოვიდეთ პარლამენტიდან და დავუტოვოთ საპარლამენტო ინსტიტუცია. იტყვიან მერე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა მივიღოთ, რომ არ არიან პარლამენტში. გვაქვს კომუნიკაცია პარტნორებთან და ცივი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ემოციური ფონით”,– ამბობს ვაშაძე ტვ პირველის ეთერში.