“ოცნების” პირობებში TV პირველს ან სხვა მედიებს პრობლემა არ შეექმნება – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში TV პირველს ან სხვა რომელიმე მედიასაშუალებას პრობლემა არ შეექმნება.

“მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, მთელი ჩემი გუნდის სახელით და გარანტირებულად, რომ საქართველოში არც TV პირველს და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ არავინ აპირებს [შეჭრას]. მოცემულობაც კი არასწორია, რომ მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შესვლა, შეჭრა და ასე შემდეგ. ეს არის მოგონილი ამბავი. პროკურატურის განცხადების მიუხედავად, თქვენი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და ეს არის არასწორი”, – განაცხადა მდინარაძემ.