პაატა იმნაძე შეცდომად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით არ დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეცდომად თვლის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით არ დაიწყო.

ფორმულას წამყვანის კითხვაზე, თუ შეუძლია დაასახელოს ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვეს პროცესში, იმნაძე პასუხობს:

“მე ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიყავით ბოლომდე ის რომ… ჩინური ვაქცინით დაგვეწყო [ვაქცინაცია] ქვეყანაში”,– ამბობს პაატა იმნაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიც ცერცვაძის განმარტებით, ხელისუფლება დგას არჩევანის წინაში – დაელოდოს ევროპულ ვაქცინას, ან ჩინური ვაქცინა შემოიტანოს.