პავილიონისი მდინარაძეს: სირცხვილია, ყოველდღე ვიბრძვი რუსული აგრესიის წინააღმდეგ

‘სირცხვილია”,– ასე პასუხობს ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი მამუკა მდინარაძეს.

“სირცხვილი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიყავი საგარეო საქმეთა მოადგილე და მე ვიყავი პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რათა გამკლავებოდა იმ აღმაშფოთებელ აგრესიას. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ მე ყოველდღე ვიბრძვი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მთელს რეგიონში”, – წერს ჟიგიმანტასი ტვიტერზე.

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის ქვეყნიდან განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ საქართველოსთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების გამო ითხოვდა.

ამიტომ, მისი თქმით, მსჯელობა შესაძლებელია იმაზეც, ქვეყანაში უნდა შემოვიდეს თუ არა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიგიმანტას პავილიონისი.