პაპუაშვილი: მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება, არ არის გამორიცხული, რომ მოვიდეს

უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია კორონავირუსის გავრცელებას საპროტესტო აქციებით ხელს უწყობს.

მისივე განცხადებით, მესამე ტალღა “ჩვენკენ მოექანება” და შეიძლება “მოვიდეს”.

“საქართველოში ვრცელდება ტყუილი, რომ კომენდანტის საათი ქართული გამოგონებაა. გადახედონ ევროკავშირის წამყვან წევრ ქვეყნებს – ყველგან თითქმის მოქმედებს კომენდანტის საათი. ეს მესამე ტალღა ჩვენკენ მოექანება და ჩვენკენაც არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეზღუდვა არ იქნება დაცული, ეს მესამე ტალღა მოვიდეს და შემდეგ უკვე ყველა დაიწყებს ვაი-ვიშვიშს. ამიტომ ჯობია სერიოზულად მოიქცეს ყველა და დაემორჩილოს წესებს.“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.