პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია.

ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“ დედამიწაზე 66 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. მას იმ მიწის პატრონის სახელი დაარქვეს, სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს. პალეონტოლოგებმა ჩონჩხის პირველი ფრაგმენტები 2014 წელს იპოვნეს.