პარლამენტარის ხელფასით აქციებისთვის მეგაფონებს და საწვიმარს შევიძენ – ბაჩუკი ქარდავა

ენმ–ძალა ერთობაშიას წევრი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ის პარლამენტარის ხელფასს საგაზაფხულო აქციებისთვის გამოიყენებს და შესაბამის ნივთებს შეიძენს.

“კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია…  ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ… მაგრამ ფაქტია, ირაკლის რამსები ერევა. ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად… ესეც ამ ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია. პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, თუ ის ჩემ ხელთ აღმოჩნდება, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის, აუცილებლად ამ ფულით შევიძენ ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს! ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს!”,– წერს ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში.

ის ენმ–ძალა ერთობაშიას ბლოკის 34–ე ნომერია. ამ ბლოკიდან პარლამენტში სულ 36 პოლიტიკოსი მოხვდა.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს ხელფასის ასაღებად საბანკო რეკვიზიტები გადაუგზავნეს.